воскресенье, 24 апреля 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

გავეცანით ბლოგის სტრუქტურას, დავამატეთ გაჯეტები,  შევცვალეთ დიზაინი,ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვაზე პროექტში,ვისაუბრეთ რა რესურსები დაგვჭირდებოდა პროექტისათვის.

суббота, 23 апреля 2016 г.

მე-7 დღე

გავიხსენეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გადმოვწერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და გავწერეთ ჩვენი პროექტისათვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

суббота, 16 апреля 2016 г.

მე-5 დღე

მეხუთე დღე კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ნიმუშის მიხედვით შევქმენით ჩვენი პროექტისათვის საჭირო საავტორო უფლებები. შევქმენით რუბრიკა და შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში.დავხვეწეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ჩვენი პროექტისთვის შევიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავაცანით ერთმანეთს და ვიმსჯელეთ და შევაჯერეთ. დასრულებული სახით შევიტანეთ გეგმაში. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და გავწერეთ ჩვენი პროექტისთვის. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია.

суббота, 9 апреля 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე

კიდევ ერთხელ დავუბრუნდით პუბლიკაციებს,დავხვეწეთ საინფორმაციო ბუკლეტი. გადავხედეთ გეგმის შაბლონს, სადაც საუბარი გვქონდა საგნის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე და ვისაუბრეთ პროექტის მიზნებსა და შედეგებზე. შევიტანეთ 21-ე საუკუნის უნარები.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე

 გადმოვტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონი, განვიხილეთ თითოეული პუნქტი, დავიწყეთ გეგმის შედგენა, ვისაუბრეთ თუ რა დანიშნულება აქვს საინფორმაციო ბუკლეტებს პროექტისთვის, შევქმენით ბლოგი და ვაქვეყნებთ პირველ ინორმაციას.